Wednesday, December 26, 2012

ნამდვილი მხატვრები


ლეონარდო და ვინჩი  "მონა ლიზა"







                                                          სალვადორ დალი  "რბილი საათები"  





                                            '' წყალზე მიმავალი ბავშვებიანი ქალი''   ნიკო ფიროსმანი






      ეს ულამაზესი ფერწერა ეკუთვნის ჰოლანდიელ მხატვარს იოჰანეს ვერმერს. ეს ფერწერული ტილო შეიქმნა 1664 წელს. იგი მოიპარეს 1990 წელს და დღემდე დაკარგულია.  

                                                           
                        ნამდვილი მხატვარი იცი ვინ არის?  ვინც აგარ ხატავს! 


                 

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი
                           
                                     ბიოგრაფია

   ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, გახლდათ ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში გაეშურა. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში.
  1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. 1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.  

             მონა ლიზა

        (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი).
მონა ლიზა



    ისტორია

ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.   

   მოდელის იდენტიფიკაციის პრობლემა

ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება . დღემდე არსებობდა რამდენიმე სადვაო და ხშირად აბსურდული მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ:
  • ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი;
  • ეკატერინე სფორცა;
  • იზაბელა დ’ესტე;
  • უბრალოდ იდეალური ქალი;
  • ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში;
  • ლეონარდოს ავტოპორტრეტი.  

მადონა

საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მოიცავს, ყოველდღიურად მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს.

1517 წელს, კარდინალმა-ლუი არაგონმა მოინახულა ლეონარდო თავის სახელოსნოში, საფრანგეთში. ამ შეხვედრის დეტალების აღწერა მოხდა კარდინალის მდივნის, ანტონიო დე ბეატისოს მიერ: „1517 წლის 10 ოქტომბერს, მე და ჩემმა ბატონმა, ამბუაზის ყველაზე დაშორებულ ნაწილში მოვინახულეთ მესიე ლეონარდო და ვინჩი, ფლორენციელი, თეთრწვერა მოხუცი, რომელიც 70 წელზე მეტისაა, — ჩვენი დროის ყველაზე შესანიშნავი მხატვარი. მან თქვენ აღმატებულებას აჩვენა სამი ნახატი: ერთი ფლორენციელი ქალბატონის გამოსახულებით, ნატურით დახატული ჯულიანო მედიჩის ძმის, ლორენცო მშვენიერის თხოვნით. მეორე — იოანე ნათლისმცემლის ახალგაზრდობის პორტრეტი და მესამე — წმინდა ანა მარიასთან და ჩვილ ქრისტესთან ერთად. ყოველი მათგანი შესანიშნავია. თავად შემოქმედისგან უკვე შეუძლებელი იყო რაიმე ახალი შემოქმედე

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ფლორენციელი ქალბატონში“ იგულისხმებოდა „მონა ლიზა“. თუმცაღა, შესაძლებელია, რომ ეს სულ სხვა პორტრეტი იყო, რომლის შესახებ არანაირი ცნობა თუ ასლი არ შემორჩა, რის გამოც ჯულიანო მედიჩის არ შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა „მონა ლიზასთან“.

ჯორჯიო ვაზარის (1511—1574 წწ.), ცნობილი იტალიელი მხატვრების ბიოგრაფიების ავტორის თანახმად, მონა ლიზა (შემოკლებული მადონნა ლიზასგან) იყო ფლორენციელი ვაჭრის, სახელად ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს (Francesco del Giocondo) ცოლი, რომლის პორტრეტზეც ლეონარდომ 4 წელი დახარჯა და მაინც დაუსრულებელი დატოვა.

ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: „ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ნახოს თუ რაოდენ კარგად შეუძლია ხელოვნებას შექმნას ბუნების იმიტაცია, თავისუფლად დარწმუნდება თავის მაგალითზე, რადგანაც ლეონარდომ აქ ყველა დეტალი შექმნა… თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს… ნაზი ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა, დაკვირვებით, მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“

ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „თითქოსდა ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი…“ შესაძლებელია ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ დასაშვებია, რომ ვაზარიმ იგი მხატვრის ბიოგრაფიას მკითხველების გართობის მიზნით შემატა. ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. ეს არაზუსტობა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო თუ ავტორმა აღწერა ნახატი მეხსიერული მახსოვრობით ან სხვისი მონათხრობით. ნახატი კარგად იყო ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა ლეონარდო გაემგზავრა იტალიიდან საფრანგეთში 1516 წელს და ნახატიც თან წაიღო. იტალიური წყაროების თანახმად, მას შემდეგ ნახატი საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის კოლექციაში იყო, თუმცა გაურკვეველი რჩება როდის და როგორ იქნა ნახატი შეძენილი და რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ იგი დამკვეთს.

ვაზარის, დაბადებულს 1511 წელს, არ შეეძლო ენახა ნახატი საკუთარი თვალით, იგი იძულებული იყო დაყრდნობოდა ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიის უცნობი ავტორის ცნობებს. ზუსტად იგი წერს ნაკლებად ცნობილი ვაჭრის, ფრანჩესკო ჯოკონდოს შესახებ, რომელმაც შეუკვეთა თავისი მესამე ცოლის, ლიზას პორტრეტი. მიუხედავად ლეონარდოს ანონიმი თანამედროვის სიტყვისა, ბევრი მკვლევარი ეჭვობს, რომ ნახატი დაწერილი ყოფილიყო ფლორენციაში (1500—1505 წწ.). დახვეწილი ტექნიკა მიუთითებს ნახატის უფრო გვიან შექმნაზე. გარდა ამისა, იმ პერიოდში ლეონარდო ისეთი დაკავებული იყო „ანგიარის ბრძოლის“ შექმნით რომ უარი უთხრა თავადის ქალ იზაბელა დ’ესტეს მიეღო მისი შეკვეთა. შეეძლო კი მაგ დროს უბრალო ვაჭარს დაეთანხმებინა ლეონარდო შეექმნა მისი ცოლის პორტრეტი?

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვაზარი თავის აღწერაში აღფრთოვანებულია არა ნახატისა და მოდელის მსგავსებით, არამედ ლეონარდოს მიერ ფიზიკური ფენომენის გადმოცემის ტალანტით. როგორც ჩანს, შედევრის ზუსტად ამ „ფიზიკურმა“ განსაკუთრებულობამ დატოვა ღრმა შთაბეჭდილება მხატვრის სალონში მოსულ მნახველებზე და მიაღწია ვაზარიმდე 50 წლის შემდეგ.


საიდუმლო სერობა
 


wyaro: http://www.wikipedia.org/ 

იოჰანეს ვერმერი

ნახატი “გოგონა მარგალიტის საყურით” ჰოლანდიელი მხატვრის იოჰანეს ვერმერის ერთ-ერთი შედევრია და, როგორც თავად სახელიც გვეუბნება, ამოსავალ წერტილად გამოყენებულია მარგალიტის საყურე. დღესდღეობით ნახატი ინახება ჰააგაში. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც “ჩრდილოეთის მონა ლიზას” ან “ჰოლანდიელ მონა ლიზას”.
ზოგადად, ვერმერისა და მისი ნამუშევრების შესახებ ძალინ ცოტა რამაა ცნობილი. ამ ნახატს აქვს ვერმერის ხელმოწერა, თუმცა დათარიღებული არაა. ექსპერტთა შეფასებით დაახლოებით 1667 წლისათვის უნდა ყოფილიყო შესრულებული. ისიც უცნოებია ნახატი ვინმემ დაუკვეთა ვერმერს თუ თავისი ნებით შექმნა.

გოგონას იდუმალი გამოხედვა მრავალი ხელოვანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 1999 წელს ტრეისი შევალიემ დაწერა ისტორიული ნოველა “გოგონა მარგალიტის საყურით”. ნოველის მიხედვით, იოჰანეს ვერმერი უახლოვდება მსახურს, რომელიც დამხმარედ დაიქირავა და ხატავს მას თავისი ცოლის მარგალიტის საყურით. ნოველას 2003 წელს მოჰყვა ამავე სახელწოდების ფილმი, ხოლო 2008-ში სპექტაკლი. ფილმში მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. ამ როლისთვის იოჰანსონმა უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის: ოქროს გლობუსი და ბაფთა-ს ჯილდო საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალისთვის.

 


wyaro: http://www.wikipedia.org/ 

                   

Tuesday, December 25, 2012

სალვადორ დალი


სალვადორ დალი 
                    ბიოგრაფია  
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.

1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიური ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.



1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.

ესპანეთში სამოქალაქო ომისა და ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი – ეს მე ვარ". ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.

სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.


wyaro: http://www.wikipedia.org/ 

ფიროსმანი

        
ნიკო ფიროსმანი
                                ბიოგრაფია

  ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.


                                შემოქმედება


  ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან - გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის.

ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ - გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში - მირზაანში - გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდია დაუდგენელია.  
    
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან „პანორამულ“ კომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.

ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც („რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე მეორე“, „გიორგი სააკაძე“ - არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; „შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“) არის შთაგონებული.

ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.
  



   wyaro: http://www.wikipedia.org/
                           

პაბლო პიკასო


   პაბლო პიკასო      სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.    10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.

30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლონდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.

პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.

1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.

wyaro: http://www.wikipedia.org/ 

ქართველი მხატვრები












  • ლევან ლაღიძე(დ. 1958, თბილისი) არის ქართველი მხატვარი.დაამთავრა საქართველოს სახვით ხელოვნებათა სახელმწიფო აკადემია. მისი პერსონალური გამოფენები მოწყობილია თბილისის მხატვართა სახლში, აშშ-ის საელჩოში და გერცევის გალერეაში მოსკოვში. მონაწილეობა აქვს მიღებული კოლექტიურ გამოფენებში ავსტრიასა და გერმანიაში












  • ბესიკ დუღაშვილი (დ. 4 ნოემბერი, 1967, თბილისი), ქართველი მხატვარი.

    1972-1983 წლებში სწავლობდა თბილისის 142 საშუალო სკოლაში. სწავლობდა თბილისის პიონერთა სასახლის ხატვის წრეში მხატვართან და პედაგოგთან ლულუ დადიანთან. სკოლაში მას პირველი პერსონალური გამოფენა მოუწყეს. ბესიკ დუღაშვილის ნამუშევრები სკოლის ინტერიერიში იყენებდნენ.
    1983-1987 სწავლა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლში ხატვა-ხაზვის პედაგოგის განყოფილება.
    1985-1987 თეატრალური სტუდიის სახალხო დრამისა და თეატრის სამსახიობო, შემდგომში სარეჟისორო განყოფილება. ხელმძღვანელი ნატა კანდელაკი. იგი მონაწილეობდა კონცერტებში და საღამოებში როგორც დეკლამატორი, მხატვრული კითხვის ოსტატი და კონფერანსიე. რამდენიმე საღამოზე გაჟღერდა მისი სიმღერებიც.

    1987-1989 წლებში იგი სამხედრო სამსახურშია.
    1989 წელს მუშაობას იწყებს თბილისის ფეხსაცმელების საწარმოო გაერთიანება “ისანში” მხატვარ მოდელიორის თანამდებობაზე. იქვე ეუფლება ფეხსაცმლის მოდელირება-კონსტრუირების და ფეხსაცმლის მზადების სპეციალობებსაც.
    1991 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა მისი მე-2 პერსონალური გამოფენა საგამოფენო დარბაზ “თეთრ გალერეაში”.
    1992-93 წლებში ბესიკ დუღაშვილი მონაწილეობას იღებს აქტიურ საომარ მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცნობილ “ნეიტრინოს” რიგებში შრომასა და ახალშენთან.
    1993 წლიდან ბესიკ დუღაშვილი რკინიგზელთა სახლის საღამოების კონფერანსიედ იწყებს მუშაობას.
    1993 წელს მომღერალ გელა ბეჟანიშვილთან თანამშრომლობის შედეგად გელა ბეჟანიშვილი ბესიკ დუღაშვილის სიმღერით “უშენოდ” ხდება პირველი ადგილის მფლობელი ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურს “პრესტიჟ შოუ 93”-ზე.
    1994 წელს ცნობილი მომღერლის მანანა თოდაძის ფირმა “პრესტიჟთან” უშედეგო თანამშრომლობის შემდეგ იგი კვლავ რკინიგზელთა კულტურის სასახლის კონფერანსიე და საკონცერტო საღამოების ორგანიზატორია. 1996 წლიდან სარეკლამო ფირმა “უნისონი”-ს მთავარი დიზაინერია, 1996-2000 - შპს ფირმა “არეალის” მთავარი მენეჯერი.
    2000 წლის 17 ივნისს ბესიკ დუღაშვილი თავის ცხოვრებას უკავშირებს მაკა სტურუას, ახალგაზრდა ტელეწამყვანსა და მომღერალს.
    2000-2006 წელი. სწავლა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტის ინტერიერ- დიზაინის განყოფილებაზე.
    სწავლის პარალელურად იგი მუშაობს სარეკლამო სააგენტო “სოლო”-ს მთავარ დიზაინერად.
    2006-2007-საქართველო-ნიდერლანდების ერთობრივი საწარმო შპს “ნედერლანდს ჯეორჯია ორთოპედიკსი” დიზაინერ-კონსტრუქტორია.
    2007-2009 წლებში საგამომცემლო სახლი შპს “ალია ჰოლდინგი”-მხატვარია გაზეთებში “ალია-“სა და “ქრონიკის” გვერდებზე შესრულებული ბესიკ დუღაშვილის შარჟები სახალისოს ხდიდნენ სტატიებს.
    2007-2008- შპს “საქპროექტარქიტექტურის” დიზაინერია. 2007-2009 წლებში სარეკლამო სააგენტო “ACM Group”, მთავარი დიზაინერი (მიწვევით)
    2008 წლის თებერვლიდან დღემდე სარეკლამო სააგენტო “TM Group”, მთავარი დიზაინერი (მიწვევით)
    2009 წლიდან ბესიკ დუღაშვილი კომპიუტერულ პროგრამა 3D Studio MAX-ს ასწავლის სასწავლო ცენტრ “CRDG”-ში. 2009 წლიდან იგი ასევე გაზეთ “Prime Time”-ის და მედიაჰოლდინგ ”პალიტრის” მხატვარია.
    ბესიკ დუღაშვილი დამოუკიდებელ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა სახვითი ხელოვნების, კომპიუტერული პროგრამების თუ დიზაინის შესწავლის მსურველთათვის. იგი არის დიზაინერთა, ჰერალდიკოსთა და მხატვართა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. მისი ნამუშევრები იფინება როგორც საქართველოს ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საგამოფენო დარბაზებში. ბესიკ დუღაშვილის ბოლო გამოფენა გაიმართა საქართველოს პარლამენტში, საპრეზიდენტო ფლიგელის ფოიეში სადაც იგი როგორც მხატვარი-კარიკატურისტი წარსდგა პარლამენტართა მეგობრული შარჟებით.
    ბესიკს ჰყავს 2 შვილი: ლაშა-გიორგი და ანა. 
wyaro: http://www.wikipedia.org/

პირველყოფილი ხანის ხელოვნება და პირველი პორტრეტები.



  1876 წელს ესპანელებმა საუტუოლამ, პირველყოფილ ადამიანთა მხატვრობა აღმოაჩინა მღვიმეებში. საზოგადოებამ ეს ფაქტი სარწმუნოდ ცნო 1895 წელს ფრანგ რივიერას მიერ მეორე ნახატებიანი გამოქვაბულის აღმოჩენის შემდეგ. 1914 წელს, ესპანეთში აღმოაჩინეს ოცამდე დიდი გამოქვაბული, რომელთა კედლები და ჭერი ძალზე საინტერესოდ იყო მოხატული. მღვიმეთა მხატვრობა, რომ ძაან ძველი დროისაა, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ის, რომ ბევრგან სურათზეა შსრულებული. ზოგი მათგანი უფრო ხანდაზმულია, ზოგიც უფრო ახალგაზრდაა, წლით საუკუნით, ათასწლეულითაც კი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მხატვრები, ვიდრე დახატავდნენ, საღებავს წაუსვამდნენ კედელს - ძველი ფიგურები ქრებოდა და საღებავებზე მოიხაზებოდა ახალი კონტურები. ათასწლეულთა შემდგომ საღებავები ნაწილობრივ ანდა მთლიანად იშლებოდა. ახალა ფერწერის მხოლოდ რამდენიმე ფენა ჩანს.
 1887 wels egvipteSi adgilobrivma mosaxleobam faiumis oazisis samarxebSi SemTxveviT aRmoaCina mumiebis saxeebze mimagrebuli portretebi. mumiebisTvis CaetanebinaT firfitebi zed aRnisSnuli micvalebulTa saxelebiTa da gardacvalebis TariRebiT.
 egvipteSi berZnebis da Semdeg romaelTa batonobis jams egvipturma xelovnebam ganicada berdznuli da romauli kulturis Zlieri gavlena. berdznul-romaul epoqaSi egviptelebi micvalebulebs Zveleburad niRbebs ki ar adebdnen saxeze, aramed ficarze, an tiloze elinisturi ferweris tradiciebis mixedviT Sesrulebul portretebs.
 ax. w. I-III saukuneebSi, Sua  egviptis teritoriaze Seqmnil am portretebs ewoda faiumis portretebi. 
 portretebi (sul 400-mde napovni), romlebic SesaniSnavadaa Senaxuli, uCveulodaa dawerili cviliT Sezavebuli saRebavebiT.
 cvilis teqnikas iolad gamoarCevT zeTisebri kriala zedapiriT. gamdnar saRebavebs ficarze usvamdnen funjiT, an litonis ReroTi. ostatebi saRebavebis wasmis mravalgvar wess flobdnen, amitomac SeZles ase kargad gamoexataT saganTa faqtura _ qsovilis zedapiri, Tmis kululebi, TvalTa elvareba, sinaze an xorklianoba kanisa da a.S.

 zogjer ostats surda portretis zedapiri gluvi gamosvloda. amisatvis igi adnobda saRebavebs. portretidan cota moSorebiT dadgamdnen quras cxeli naxSiriT, gaxurebuli saRebavebi ireoda erTmaneTSi da qreboda funjis kvali. faiumis portretebi gvaocebs ferebis silamaziT, magram mTavaria mainc gamosaxvis uCveulo sicxovele. saxeebi uTuod naturidan unda yofiliyo Sesrulebuli. 



  faiumis portretebis erT-erTi saukeTeso koleqcia inaxeba moskovshi, pUSkinis saxelobis saxviTi xelovnebis muzeumSi. am namuSevrebSi gansakuTrebiT gamoirCeva xanSi Sesuli mamakacis portreti. Cavardnili ybebi, danaoWebuli Subli, axlo-axlo Camsxdari tvalebi, txeli tuCebis daSavebuli kideebi... am portretSi ara marto SesaniSnavadaa gadmocemuli msgavseba, aramed mocemulia adamianis ganwyobac. moqnili xazebit, tonebis rbili შეხამება dawerili nazi, shavgvremani qalis portreti. faiumis portretebis sicxovele da gamomsaxveloba idzleva safudzvels vivaraudot, rom zogi matgani mumiebisatvis ki ar iyo gankutvnili, aramed romauli adaთ-wesis mixedviT atriumebSi  gamosafenad. es uflebas gvadzlevs faiumis portretebs vuwodoთ msoflio xelovnebaში pirveli damoukidebeli dazguri portretebi.  
                

wyaro: http://www.wikipedia.org/