Tuesday, December 25, 2012

ქართველი მხატვრები












  • ლევან ლაღიძე(დ. 1958, თბილისი) არის ქართველი მხატვარი.დაამთავრა საქართველოს სახვით ხელოვნებათა სახელმწიფო აკადემია. მისი პერსონალური გამოფენები მოწყობილია თბილისის მხატვართა სახლში, აშშ-ის საელჩოში და გერცევის გალერეაში მოსკოვში. მონაწილეობა აქვს მიღებული კოლექტიურ გამოფენებში ავსტრიასა და გერმანიაში












  • ბესიკ დუღაშვილი (დ. 4 ნოემბერი, 1967, თბილისი), ქართველი მხატვარი.

    1972-1983 წლებში სწავლობდა თბილისის 142 საშუალო სკოლაში. სწავლობდა თბილისის პიონერთა სასახლის ხატვის წრეში მხატვართან და პედაგოგთან ლულუ დადიანთან. სკოლაში მას პირველი პერსონალური გამოფენა მოუწყეს. ბესიკ დუღაშვილის ნამუშევრები სკოლის ინტერიერიში იყენებდნენ.
    1983-1987 სწავლა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლში ხატვა-ხაზვის პედაგოგის განყოფილება.
    1985-1987 თეატრალური სტუდიის სახალხო დრამისა და თეატრის სამსახიობო, შემდგომში სარეჟისორო განყოფილება. ხელმძღვანელი ნატა კანდელაკი. იგი მონაწილეობდა კონცერტებში და საღამოებში როგორც დეკლამატორი, მხატვრული კითხვის ოსტატი და კონფერანსიე. რამდენიმე საღამოზე გაჟღერდა მისი სიმღერებიც.

    1987-1989 წლებში იგი სამხედრო სამსახურშია.
    1989 წელს მუშაობას იწყებს თბილისის ფეხსაცმელების საწარმოო გაერთიანება “ისანში” მხატვარ მოდელიორის თანამდებობაზე. იქვე ეუფლება ფეხსაცმლის მოდელირება-კონსტრუირების და ფეხსაცმლის მზადების სპეციალობებსაც.
    1991 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა მისი მე-2 პერსონალური გამოფენა საგამოფენო დარბაზ “თეთრ გალერეაში”.
    1992-93 წლებში ბესიკ დუღაშვილი მონაწილეობას იღებს აქტიურ საომარ მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცნობილ “ნეიტრინოს” რიგებში შრომასა და ახალშენთან.
    1993 წლიდან ბესიკ დუღაშვილი რკინიგზელთა სახლის საღამოების კონფერანსიედ იწყებს მუშაობას.
    1993 წელს მომღერალ გელა ბეჟანიშვილთან თანამშრომლობის შედეგად გელა ბეჟანიშვილი ბესიკ დუღაშვილის სიმღერით “უშენოდ” ხდება პირველი ადგილის მფლობელი ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურს “პრესტიჟ შოუ 93”-ზე.
    1994 წელს ცნობილი მომღერლის მანანა თოდაძის ფირმა “პრესტიჟთან” უშედეგო თანამშრომლობის შემდეგ იგი კვლავ რკინიგზელთა კულტურის სასახლის კონფერანსიე და საკონცერტო საღამოების ორგანიზატორია. 1996 წლიდან სარეკლამო ფირმა “უნისონი”-ს მთავარი დიზაინერია, 1996-2000 - შპს ფირმა “არეალის” მთავარი მენეჯერი.
    2000 წლის 17 ივნისს ბესიკ დუღაშვილი თავის ცხოვრებას უკავშირებს მაკა სტურუას, ახალგაზრდა ტელეწამყვანსა და მომღერალს.
    2000-2006 წელი. სწავლა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტის ინტერიერ- დიზაინის განყოფილებაზე.
    სწავლის პარალელურად იგი მუშაობს სარეკლამო სააგენტო “სოლო”-ს მთავარ დიზაინერად.
    2006-2007-საქართველო-ნიდერლანდების ერთობრივი საწარმო შპს “ნედერლანდს ჯეორჯია ორთოპედიკსი” დიზაინერ-კონსტრუქტორია.
    2007-2009 წლებში საგამომცემლო სახლი შპს “ალია ჰოლდინგი”-მხატვარია გაზეთებში “ალია-“სა და “ქრონიკის” გვერდებზე შესრულებული ბესიკ დუღაშვილის შარჟები სახალისოს ხდიდნენ სტატიებს.
    2007-2008- შპს “საქპროექტარქიტექტურის” დიზაინერია. 2007-2009 წლებში სარეკლამო სააგენტო “ACM Group”, მთავარი დიზაინერი (მიწვევით)
    2008 წლის თებერვლიდან დღემდე სარეკლამო სააგენტო “TM Group”, მთავარი დიზაინერი (მიწვევით)
    2009 წლიდან ბესიკ დუღაშვილი კომპიუტერულ პროგრამა 3D Studio MAX-ს ასწავლის სასწავლო ცენტრ “CRDG”-ში. 2009 წლიდან იგი ასევე გაზეთ “Prime Time”-ის და მედიაჰოლდინგ ”პალიტრის” მხატვარია.
    ბესიკ დუღაშვილი დამოუკიდებელ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა სახვითი ხელოვნების, კომპიუტერული პროგრამების თუ დიზაინის შესწავლის მსურველთათვის. იგი არის დიზაინერთა, ჰერალდიკოსთა და მხატვართა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. მისი ნამუშევრები იფინება როგორც საქართველოს ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საგამოფენო დარბაზებში. ბესიკ დუღაშვილის ბოლო გამოფენა გაიმართა საქართველოს პარლამენტში, საპრეზიდენტო ფლიგელის ფოიეში სადაც იგი როგორც მხატვარი-კარიკატურისტი წარსდგა პარლამენტართა მეგობრული შარჟებით.
    ბესიკს ჰყავს 2 შვილი: ლაშა-გიორგი და ანა. 
wyaro: http://www.wikipedia.org/

No comments:

Post a Comment