Wednesday, January 23, 2013
"მხატვრობა" კვლევის ობიექტი
სიტყვა ”მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიულ გამოქვაბულის სურათებით დაწყებული – თანამედროვე სამხტვრო ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრებები აქვს.ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას. სხვების აზრი, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა. ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათეით ტკბობა სურთ. ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ. ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის სურდა. დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშებია მსოფლიოში. დღეს, როგორც არასდორს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელოვნების ნიმუშების სიახლესა და ორიგინალურობას. სურათები სხვადასხვა ჯგუფებს, ანუ ”ჟანრებს” მიეკუთვნება. ძირითადი ჟანრებია: თხრობითი სცენები, პორტრეტი, პეიზაჟი და ნატურმორტი ანუ საგანგებოდ განლაგებული საგნები.მხატვარი ხშირად სიმბოლოებით ცდილობს მიგვახვედროს თუ რას გადმოსცემს მისი სურათი, ზოგჯერ ეს სიმბოლოები ძირითადად იდეას ასახავს მაგ., სურათზე გამოხატული წიგნი და ხმალი განათლებასა და მოქმედებას აღნიშნავს, ხოლო ყვავილი–სილამაზესა და სიამოვნებას. სიმბოლოები ზოგჯერ იმის გაგებაშიც გვეხმარება თუ, თუ ვინაა წარმოდგენილი სურათზე. ცნობილ ადამიანებს , ასევე წმინდანებს, მათი მოღვაწეობისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით გამოხატავენ, რის საფუძველზეც ექსპერტებს შეუძლიათ დაადგინონ, ვინაა ასახული ამა თუ იმ სურათზე. სურათის უკეთ აღქმაში გვეხმარება იმის ცოდნაც, თუ რა მიზნით შეიქმნა იგი დიდი სასახლის მოსართავად თუ ეკლესიაში დასაკიდებლად, სალოცავად. ან იქნებ ავტორმა ის სამხატვრო გალერეისთვის დახატა, რათა ადამიანები მისი მშვენიერებით დამტკბარიყვნენ და მასში გადმოცემულ იდეებზე დაფიქრებულიყვნენ. გემოვნება განუწყვეტლივ იცვლება ასე რომ, სურათის ავკარგიოანობის დასადგენი საყოველთაო წესები არ არსებობს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment